რესტორან „იბერიასთან“ ავტომანქანა ამოყირავდა

აღმაშენებლის ხეივანზე, რესტორან „იბერიასთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი „ვისოლის“ გარე განათების რეკლამასა და განათების ბოძს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა ამოყირავდა.

როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან გვატყობინებს, ამ დროისთვის მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

14658347_1303446859674130_123163005_n 14686060_1303446819674134_466793376_n

 

 

კომენტარის დატოვება