მადლობელი ვარ და მხარს ვუჭერ „დიანა ბაგრატიონის ფონდის“ ინიციატივას ნიუ-იორკში საქართველოს დღეების გამართვის შესახებ

ლელა ნინუა

ჟურნალისტი – აშშ

ამერიკის შეერთებულ სტატებში მოღვაწე ქართველი  დიანა ბაგრატიონი წლებია ქართულ საქმეა ემსახურება , ის გახლავთ საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი .
ვერ ჩამოვთვლით მის  მიერ გაწეულ დახმარებებს , თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან წლების წინ დაარსა თბილისში , კერძოდ იაშვილის კლინიკაში განყოფილება  და მისი ფონდი ინტენსიურად ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს .

მან ხიდი გადო ბრუკლინსა და თბილსისს შორის , ორი ქალაქის დამეგობრების აღსანიშნავად კი ბრუკლინში თბილისის ქუჩის გახსნა დაიგეგმა . ცნობილო პანდემიის გამო მომავალ წელს გრანდიოზულ აღნიშვნაზე თბილისიდან ბრუკლინის მერი ერიკ ადამსი დელეგაციას ელოდება , მანამდე კი ნიუ – იორკის სხვადასხვა ტელეარხებისთთვის მზადდება გადაცემა , რომელშიც მონაწილეობას მაოფლიოს ყველა ქვეყანაში მოღვაწე ხელოვანები მიიღებენ . ასე აღნიშნავენ წელს საქართველოსა და ამერიკის კულტურისა და დამეგობრების დღეს .

გთავაზობთ ამ გადაცემის ერთ – ერთი მონაწილის სტატუსს . დავით ოქიტაშვილმა ის თავის გვერდზე გამოიტანა

-კულტურის პალატა“ და მე, როგორც მისი პრეზიდენტი, მივესალმები, მადლობელი ვარ და მხარს ვუჭერ „დიანა ბაგრატიონის ფონდის“ ინიციატივას ნიუ-იორკში საქართველოს დღეების გამართვის შესახებ. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნიუ-იორკის მერიამ თანხმობა და მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დღეების ჩატარებაზე; რაც კიდევ ერთხელ ნათელს ხდის იმ გარემოებას, რომ 🇬🇪🇺🇸🇬🇪🇺🇸საქართველოს და ამერიკას შორის ისტორიული მეგობრობა გრძელდება და მას ალტერნატივა არ აქვს.
მიმდინარე წელს, მსოფლიო პანდემიის გამო, მხოლოდ ვიდეო-მილოცვით შემოვიფარგლები და მადლობას ვუხდი „ბრუკლინ ბოროს“ პრეზიდენტს ერიკ ადამსს მეგობრობისთვის; მოხარული ვარ და მივესალმები მას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატა ქართულ-ამერიკული კულტურის და მეგობრობის დღეების გამართვის შესახებ ბრუკლინში. „საქართველოს კულტურის პალატა“ მზად არის გააფორმოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „დიანა ბაგრატიონის ფონდთან“, რათა მომავალში ერთობლივად ბევრი საინტერესო ღონისძიება განვახორციელოთ ამერიკაში ქართველ და ამერიკელ ხალხთა მეგობრობის ნიშნად; პირველი ნაბიჯი იქნება თბილისის და ბრუკლინის დამეგობრება, რომელსაც ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ. მზად ვართ მომავალ 2021 წელს ჩამოვიდეთ ამერიკაში, რათა დავესწროთ და ღირსეულად წარვსდგეთ თბილისის ქუჩის გახსნის ცერემონიაზე ბრუკლინში;
მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით საქართველოდან, შეხვედრამდე.

შეგახსენებთ რომ შარშან ეს დღე გრანდიოზულად ჩატარდა ბრუკლინ ბოროს სასახლეში , სადაც სიტყვით ბრუკლინ ბორო პრეზიდენტი ერიკ ადამსი გამოვიდა :

მადლობა მოახსენა დიანა ბაგრატიონს ფონდის დაარსებისთვის, ამასთანავე აღნიშნა რომ არა აქვს მნიშვნელობა თუ საიდან მოვდივართ , ყველანი სხვადასხვა ქვეყნებიდან მოვდივართ ჩვენი ტრადიციებით, კულტურით და თუ ვინმე ოდესმე იმას გეტყვის და მიგითითებს რომ წახვიდეთ იქ საიდანაც მოხვედით, უყოყმანოდ დაეთანხმეთ მას იმ შემთხვევში თუ ის გადაწყვეტს პირველად წასვლას მის ქვეყანაში და გაეცნობა მისი ქვეყნის ისტორიას,
,,მე დღეს მაქვს უდიდესი პატივი გავეცნო თქვენს არაჩვეულებრივ კულტურას , ხალხს, რომლებიც ამ ქვეყნის სახეა და დღევანდელი დღე არის ნამდვილად დასამახსოვრებელი თარიღი როგორც ჩვენთვის ასევე ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვისაც, მადლობა კი ჩვენის მხრიდან ყველაზე მცირედია იმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ კულტურის განვითარებაში,
და ბოლოს თქვენ ხართ ის საზოგადოება რომელთაც დიდი წყვილი მიგიძღვით კულტურის განვითარებაში და ამავდროულად თქვენ ხართ ბრუკლინ ბოროუს ისტორიის ნაწილი” – ბრუკლინ ბოროს პრეზიდენტი ერიკ ადამსი .