“ვართ ახალი ძალა და დიდი უპირატესობა გაგვაჩნია ყველა სხვა პოლიტიკურ ძალებთან შედარებით”

გიორგი ჩახაია

„ზვიადის გზა“

-თითოეული ჩვენგანი უკეთესი მომავლისთვის იბრძვის და ყველას უნდა, რომ უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს. მე პროფესიით ფინანსისტი ვარ, აუდიტორი და ვიცი, რომ გვაქვს პოტენციალი უკეთესი მომავალი, ძლიერი ეკონომიკა გვქონდეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უკვე წლებია ხელისუფლებები მიზანმიმართულად ანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას.

ჩვენ 2020 წლის არჩევნმებზე მოვდივართ ახალი ძალით და ამ ახალ ძალას ჰქვია „ზვიადის გზა“. ჩვენთან არიან ახალი, მაგრამრამ პროფესიონალი სახეები, სუფთა წარსული მქონე ადამიანები და ეს ძალიან დიდი პლიუსია.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ეს ერთი ფაქტიც კმარა იმის დასაფიქსირებლად, თუ რაოდენ დიდი უპირატესობა გაგვაჩნია სხვა ყველა პოლიტიკურ ძალებთან შედარებით. 

და რა არის ეს კონკრეტული 1 უპირატესობა:

ეკონომიკის კარგად ცოდნა.

თავის საქებრად ნამდვილად არ ვამბობ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველა პოლიტიკურ ძალას რასაც ვუკვირდები, არცერთს არ აქვს უშუალოდ ხალხზე მორგებული ისეთი სოციალურ-ეკონომიკური პროექტები, როგორც ჩვენ.

ასევე, არცერთ პოლიტიკოსს არ აქვს სათანადო განათლება ეკონომიკაში და გამიზნულად ან უცოდინრობით ისეთ ზღაპრებს ჰყვებიან ხოლმე, ბარონ მიუნჰაუზენსაც კი რომ შეშურდებოდა. არადა, თანამედროვე ეპოქაში, პოლიტიკოსმა, გარდა პოლიტიკის ისტორიისა, ძალიან კარგად უნდა იცოდეს ასევე ეკონომიკაც. მითუმეტეს იმ პოლიტიკოსმა, რომელსაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მმართველობა ჩაიბაროს.

საკმაოდ უცოდინრები არიან ეკონომიკაში და რიგითი ხალხი შესაძლოა „დააბოლონ“, იმიტომ რომ რიგითი მოქალაქე ხომ იმდენად პროფესიონალურად ვერ ერკვევა ეკონომიკაში, მაგრამ მე მაინც ხომ ვერ მომატყუებენ. ამიტომაც ვცდილობ მაქსიმალურად, რომ თქვენც ხშირად აგიხსნათ ეკონიმიკის საკითხები, რომ არავინ არასდროს არ მოგატყუოთ.

სხვა თუ არაფერი, ეკონომიკაში მაინც 1 თავით მაღლა ვიდგებით ყველა ამ პოლიტიკური ძალებისგან და ეს იქნება ჩვენთვის უდიდესი პლიუსი. ერთი სული მაქვს, ესენი რომ წინასაარჩევნოდ დამიჯდებიან დებატებში და ეკონომიკაზე დაიწყებენ საუბარს, ერთ 10-0 მაინც მოვუგებ.

არადა, სულაც არ მიხარია მათი ასეთი არაპროფესიონალიზმი, გინდა არ გინდა, ვიღაც მაინც მისცემს ხმას ყველა ამათ და ასეთი არაპროფესიონალი პარტიები შევლენ პარლამენტში.

სხვები მაინც უფრო პატარა პარტიები არიან და ერთი სული მაქვს, „ქოცები“ და „ნაცები“ დამიჯდნენ ეკონომიკურ საკითხებზე დებატებში და ყველას წინაშე საბოლოოდ ჩამოვხადო ნიღაბი მათ გაუთავებელ ტყუილებს, პოპულიზმს და დემაგოგიას. ამ ორს ხაზარაძესაც დავამატებდი.

ეკონომიკაში ჩვენი პროფესიონალიზმის მხოლოდ 1 მტკიცებულებად ისიც კმარა, მე რაც მოვიფიქრე უნიკალური და უნივერსალური პროექტი 30 ათასლარიანი საბანკო ბარათების შესახებ, რომელიც ერთბაშად თითქმის ყველა სოციალურ პრობლემას მოაგვარებს და ჩვენ ეკონომიკასაც პირველივე წელსვე ძალიან მნიშვნელოვნად წინ რომ წასწევს. და მათ შორის განსაკუთრებით დიდი პოტენციალი ჩნდება ადგილობრივი წარმოებისა და აგროინდუსტრიის განვითარების კუთხით, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად დამატებით გაჩნდება, მინიმუმ 12 მილიარდი ლარის გასაღების ბაზარი.

2020 წლის არჩევნებში ახალი სახეებით ვიღებ მონაწილეობას და ჩვენ ახალ ძალას ერქმევა „ზვიადის გზა“.