სტუდენტებისთვის ევროპის მიმართულებით ბილეთის ღირებულება 199 ევროზე მეტი ვერ იქნება

სტუდენტებისთვის ბუდაპეშტის მიმართულებით კიდევ ერთი ავიარეისი შესრულდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართვველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სასწავლო წელი იწყება უცხოეთის ქვეყნებში და ქართველი სტუდენტები სხვადასხვა პროგრამებით იქ სწავლობენ.

გახარიას განცხადებით, როგორც ეს მოხდა გერმანიის შემთხვევაში, სადაც სახელმწიფომ ორი რეისის (25 ივლისსა და 11 აგვისტოს) ორგანიზება უზრუნველყო, იგივე დაგეგმოლია ბუდაპეშტის მიმართულებით.

„დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ შესაბამის უწყებებთან ერთად ეფექტური მუშაობით, დადგინდა ახალი მიმართულება. ეს გახლავთ ბუდაპეშტი, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება და მისცემს შესძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში. ეს არ იქნებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობენ, ეს იქნება მთლიანად ევროპის მიმართულებით და ბილეთის ღირებულება 199 ევროზე მეტი ვერ იქნება. რა თქმა უნდა, მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა გახარიამ.