8 ახალი შემთხვევიდან 3-ის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ 8 ახალი შემთხვევიდან 2 არის დაავადებულთან კონტაქტი, 3 არის შემოტანილი, სამივე ავტომანქანის მძღოლი და 3-ზე გრძელდება ეპიდკვლევა.

ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 232 პაციენტი მკურნალობს. აქედან 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 82-ია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1455 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1196-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6010 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.