ამ წუთებში აშშ-ს ქალაქ უეინში მდებარე სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში აშშ-ს ქალაქ უეინში მდებარე სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია მიმდინარეობს. პოლიციის თქმით არსებობს აფეთქების საშიშროება.

ცენრტის მიმდებარე ტრიტორია გადაკეტილია. ერთი ოფიცერი აცხადებს, რომ დათვალიერება დიდ დროს წაიღებს, რადგან სავაჭრო ცენტრი საკმაოდ დიდია.

North Jersey-ის ინფორმაციით, პოლიციას დაკავებული ჰყავს მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ იპოვა წერილი, სადაც წერია, რომ ცენტრში ჩადებულია რამდენიმე ბომბი. მამაკაცმა წერილი ვერ წარმოადგინა. ამ დროისთვის ის ფსიხიატრიულ კლინიკაში გამოკვლევაზეა გადაყვანილი.

კომენტარის დატოვება