“საშიშროება არ არის, ჩვენ, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ასეულები არ განვითარდეს…:

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 7 არის “დონასთან” დაკავშირებული. 12 ქალაქ ბათუმთან, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 2 ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირი, 5 შემოტანილი შემთხვევა, 3 სამედიცინო პერსონალი და 3 შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის მიზნით.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის მომატებული შემთხვევებთან დაკავშირებით აუცილებელია არა რეგულაციების გამკაცრება, არამედ არსებული რეგულაციების აღსრულების და შესრულების კონტროლი, კერძოდ, უნდა მოხდეს ისეთი რეგულაციების მკაცრად დაცვა, როგორიცაა დისტანცირება, პირბადეების ტარება და პირადი ჰიგიენის დაცვა.

“ასეთი მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუმკლავდება, ჩვენ, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ასეულები არ განვითარდეს. 3,4 და 5 ათეულს ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 75%-ია.