ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა. სოფლებში ორბელსა და ლაჯანაში გადაადგილება დღეიდან შეიზღუდება.

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორის გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსის გახშირებული რაოდენობა გახდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცაგერში, მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლების შესასვლელებში მოსახლეობას ნებაყოფლობით PCR ტესტირებას ჩაუტარებენ.

ეპიდემიოლოგების ჯგუფი მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლებშია კონცენტრირებული, სადაც დაიწყება ინტენსიური PCR ტესტირება და თერმოსკრინინგი.

შესასვლელში გამკაცრდება ღონისძიებები, დაიდგმება კარავი და ყველა შემსვლელს და გამომსვლელს შესთავაზებენ ლაბორატორიულ PCR ტესტირებას, რომ ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ იდენტიფიცირება.

ძალიან აქტიური კლასტერი ყალიბდება ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლასთან მიმართებით, რომლის პირველადი წყაროც სადღესასწაულო ღონისძიებას უკავშირდება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.