პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში

მას შემდეგ, რაც თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა:

-დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო:

1. ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს;
2. სამწუხაროდ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონა ვირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ;
3. მიუხედავად ამისა ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი;
4. პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში;
5. თაკოსთან ყველა კონტატქში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ;
6. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან;
7. იმედი მაქვს იქნება საკმარისის ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის