15 სექტემბრიდან სწავლა იწყება დისტანციურად, სასწავლო კლასებში 1-ლი ოქტომბრიდან

პრემიერის განცხადებით, 15 სექტემბრიდან სწავლა იწყება დისტანციურად. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა, რომელიც 15 ოქტომბრიდან ყველგან უნდა დაწყებულიყო. რასაც ახლა ვაკეთებთ, სწავლა დაიწყება დისტანციურად ყველგან, მაგრამ სასწავლო კლასებში სწავლა დაიწყება 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველა წრეს, რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ“, – მოგვიანებით დამატებით განმარტა პრემიერ-მინისტრმა.