„პატრიოტთა ალიანსი“ არის სიძულვილის ენით მოსაუბრე ფსევდოოპოზიცია“

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ისინი აგრძელებენ იმ გზაზე სიარულს, რომელიც წლების წინ აირჩიეს და ყოველთვის იქნებიან ის, სადაც საქართველოა.

მისი თქმით, ამ 4 წლის მანძილზე ბევრი კომპრომისის გაკეთება მოუხდათ, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ნამდვილად ღირდა ბრძოლა.

-„ჩვენი გუნდიდან არავინ წასულა, ჩვენ ისევ ყველა ვართ ერთად და ასე ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე, ჩვენ ჩვენს ამომრჩეველთან ერთად ვივლით ბოლომდე“.

ხათუნა სამნიძის თქმით, წელს ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა „პატრიოტთა ალიანსზე“, რომელიც ნამდვილად სულ სიძულვილის ენით საუბრობს და საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას. „ალიანსია არის ფსევდოოპოზიცია“ .

პარტიის ლიდერის თქმით, ისინი აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ახალი რეალობას დაანახებენ საზოგადოებას.

კომენტარის დატოვება