გადაწყვიტეს, შედიან!რამოდენიმე ადამიანის კარგად ყოფნას ეწირება უპატრონო ხალხი და ქვეყანა!

ირაკლი ზაქარეიშვილი

-“გადაწყვიტეს, შედიან!
ყველამ თავის თავს მიხედა, ყველამ თავს უშველა!..
ხალხი და ქვეყანა დარჩა მახრჩობელას მარწუხებში, მათ შორის – მეც!
არც მიწისა ვარ არც ცისა!
ვზივარ გაღიმებული – ნაბრძოლი და ნაღალატევი!..
აფერუმ თქვენ!
ყოჩაღ!
რამოდენიმე ადამიანის კარგად ყოფნას ეწირება უპატრონო ხალხი და ქვეყანა!
გამოდის, რომ მე ვყოფილვარ პირველი “მეოცნებე” და “დურაკებს” შორის – უპირველესი!
მიმსხვერპლა ცრურწმენამ, ახია ჩემზე!
მაგრამ იცოდეთ, რომ ქვეყანა ესე – მცირესა ზედა სდგას!
არსებობენ თანამოაზრე მამულიშვილები!
ჩვენ შესაძლოა ბრძოლებში დავეცეთ, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ვიბრძოლებთ, რათა ბორიას, ბოკერიას, უსუფაშვილის, ალასანიას და სხვათა შვილებმა იცხოვრონ ლაღად და ბედნიერად!
ჩვენ სამშობლოს ფიანდაზად დავეგეთ!
სამშობლომ ჩვენზე ფეხი შეიწმინდა!”

 

 

კომენტარის დატოვება