„იმედია თქვენი შეშფოთება გულწრფელია და ადექვატურად იმოქმედებთ-“არა კოჰაბიტაციას!“

   „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას – „150 კაციან პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობა” იქნება წარმოდგენილი 27 დეპუტატით, თუ არ ვცდები და ეს იქნება დასაწყისი მათი საბოლოო მარგინალიზაციის. ძალიან შემაშფოთებელია, რომ ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიც არის “ნაციონალურმა მოძრაობა”, იღებს ამომრჩევლების 27%-ს საპარლამენტო არჩევნებში, ეს არსებითად არის იმ დაუბალანსებელი მედიაგარემოს შედეგი, ის იყო ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში მთელი ოთხი წლის განმავლობაში. თავის საკუთრებაში აქვს ყველაზე გავლენიანი მედია “რსთავი 2” “ნაციონალურ მოძრაობას”, სადაც წარმოებს ტოტალური აგიტაცია და ტოტალური პროპაგანდა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ” პროგერსულ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ლაშა სტურუა ეხმიანება:

-„..ერთადერთი ადექვატური კომენტარი, მმართველი გუნდის წევრთაგან… სხვა ყველა დანარჩენი ზეიმობს, თუმცა რას ვერ მივხვდი?
მხოლოდ ამ ახალგაზრდა კაცმა მიხვდა,რომ არც ოცნებას და არც საქართველოს – ნაცების 27%-იანი შედეგის შემხედვარეს საზეიმოდ ნამდვილად არ აქვს საქმე!
…თუმცა ბატონო ირაკლი, “რუსთავი 2” – გასაგებია, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ,რომ ამ შედეგში გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა თავად “ოცნებას” აკისრია – “კოჰაბიტაციობანას” და “სამართლიანობის აღდგენის მეტად შეფერხებული” – პროცესის გამო!?.
… იმედია თქვენი შეშფოთება გულწრფელია და ადექვატურად იმოქმედებთ, მომავალი 4 წლის განმავლობაში რადგანაც,როგორც ჩანს საკონსტიტუციო უმრავლესობა თქვენს ხელშია და შესაბამისად მოქმედებებში ამ კუთხით სრულიად თავისუფალი ბრძანდებით!
საზოგადოებრივი დაკვეთა კი ასეთია:
“არა კოჰაბიტაციას – მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენა – დამკვიდრებას, ერთხელ და სამარადისოდ! ”
ასე,რომ – როგორც იტყვიან: – “ჰა ბურთი და ჰა მოედანი”..

კომენტარის დატოვება