დეპუტატები, რომლებმაც 60%-ანი ბარიერი გადალახეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, 50%- იანი ბარიერი “ქართული ოცნებიდან“  მაჟორიტარობის 23-მა კანდიდატმა გადალახა,

ზოგიერთმა კანდიდატმა დაწესებულ ბარიერს საკმაოდ გადააჭარბა და შეიძლება ითქვას 50% კი არა, 60%-ანი ბარიერი გადალახა.

უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვა პაატა კვიჟინაძემ. ის საჩხერის მაჟორიტარი 89,06%  გახდა და კიდევ 4 წელი იქნება პარლამენტარი.

13895552_1251044938241781_6252886361056235016_n

მიუხედავად წინასაარჩევნო სკანდალებისა და აჟიოტაჟისა, ახალ პარლამენტში სავარძელი უკვე გარანტირებული აქვს წალკადმანისის მაჟორიტარს კახა ოქრიაშვილს, რომელმაც პირველივე ტურში 66,31% გაიმარჯვა.

13900268_1037692863012897_4783359878250430347_n

63,42% დააგროვა წინასაარჩევნო მარათონის დროს „ნაციონალების სკოლაგამოვლილ“ კანდიდატად შერაცხულმა ენძელ მკოიანმა.

13895011_278436532527525_7435784171410829229_n

50%-ანი ბარიერი კოლეგებზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გადალახა დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და ახლა უკვე ისევ პარლამეტარმა ზაქარია ქუცნაშვილმა. მან გამარჯვება 60,53%-ით მოიპოვა.

13939432_551080748416751_5090001996904705310_n

პარტიის შემომწირველთა სიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პაატა კვიჟინაძემ შემოწირულობა ორჯერ გააკეთა. 2014 წელს, როცა „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა და 2016 წელს. აქ 20 000 ლარი ფიქსირდება. საბოლოო ჯამში უკვე დეპუტატმა შემოწირულობის სახით 50 000 ლარი გადარიცხა პარტიაში.  დანარჩენი სამი დეპუტატი კი შემოწირველთა ბაზაში არ იძებნება.

 

 

კომენტარის დატოვება