“ეს იყო მექანიკური შეცდომა…ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს…”

F-news

ილო ბეროშვილი

გუშინწინ ვიყავი გადაცემა თვითიზოლაციაში სადაც იყო რუბრიკა ბლიც კითხვები და დაისვა კითხვა: ვინ არის ყველაზე ცუდი ქართველი?
ჩემი პასუხი იყო გურამ შარაძე.

მოკლედ რაშია საქმე: ეს იყო მექანიკური შეცდომა და რატომ… პაპაჩემი იყო ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმის დირეკტორი( ისიც ილია ბეროშვილი) წლები და ფაქტიურად მთელი ბავშვობა მესმოდა ილიაზე ისტორიები განსაკუთრებით მისი მკვლელობა ძალიან მტკივნეული იყო მაშინ და,რომ გავიზარდე კიდევ სხვანაირად, უფრო გააზრებულად…
იქიდან გამომდინარე ,რომ გურამ შარაძე იკვლევდა ილიას მკვლელობის საქმეს ( სხვა ბევრ რამესთსნ ერთად)
თავში ამომივარდა შარაძე,როცა ვაპირებდი,რომ მეთქვა ბერბიჭაშვილი:(

ბავშვობიდან მისი სახელი ანუ გურამ შარაძის და ის საშინელი მკვლელობა ერთად ხშირად მესმოდა და ამან გამოიწვია ეს შეცდომა!
ბოდიშს ვუხდი მის გარემოცვას და ყველას ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს ან ვინც უბრალოდ მას პატივს სცემდა.
ეს იყო ბლიც კითხვები და რომ არ მენახა ჩანაწერი მას შემდეგ, რაც შინაურმა მითხრა,რაც ვთქი შეიძლება ასეც დარჩენილიყო.

 გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე 

,,მოუხდია ბოდიში ილო ბეროშვილს. ბერბიჭაშვილი უნდა მეთქვა და მექანიკურად წამომცდაო. მისი ბაბუა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ყოფილა ოდესღაც და ბავშვობიდან მესმოდა ისტორიები, მათ შორის გურამ შარაძეზეო. ბაბუისგან კარგის მეტი რა უნდა გაეგო?!

მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო, შევეშვათ ამ კაცს. საკმარისზე მეტი მოხვდა. რამდენად გულწრფელია მისი ახსნა-განმარტება, აღარ მაინტერესებს. ბოდიშის მოხდა ასეთ მძიმე შეურაცხყოფასა და გულსტკენას მომენტალურად ვერ შველის, მაგრამ გამიხარდა. ე.ი. არ ყოფილა მთლად წყალწაღებული, ხვდება და აღიარებს, რომ ცუდად მოიქცა. ეს ყველას არ შეუძლია. ადამიანები ვართ და შევუნდოთ. ყოველ შემთხვევაში, მე ,,განიარაღებული” ვარ”.