ნოშრევანის სინდრომი და პოლიტიკოსთა არაადექვატურობის კოეფიციენტი…

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

-“პოლიტიკოსთა გამომეტყველებას რომ ვუყურე, რომელთა სახეები მუდმივად ერთი და იგივე გესლიან , ბოღმიან, შურიან გრიმასას დაუმახინჯებია, ამდენ არარეალისტურ თვითშეფასებას რომ შევხედე, გადავწყვიტე
შემოგთავაზოთ პოლიტიკოსთა არაადექვატურობის კოეფიციენტის განსაზღვრის ფორმულა.

არაადექვატურობის კოეფიციენტი(აკ-ი) პოლიტიკოსის მიერ საკუთარი არჩევნების შედეგების საჯაროდ დეკლარირებული მოლოდინის მაჩვენებელის ოფიციალურად გამოცხადებულ შედეგზე განაყოფის ტოლია. ამასთან კოეფიციენტის სიდიდის ზრდა მისი შიზოფრენიისკენ მიდრეკილების პირდაპირპროპორციულია.

ასე, მაგალითად.თუ პოლიტიკოსი ამბობს,რომ იმარჯვებს პირველ ტურში,ანუ ელის 51% და იღებს 2%-ს,მაშინ მისი აკ-ი გახლავთ 25,2.. თუ თვლის,რომ მას მხარს უჭერს მინიმუმ 30% და იღებს 5%,მისი აკ-ი არის 6.
უნდა განვსაზღვროთ ასევე კრიტიკულად დასაშვები აკ- ის ზღვარი.

შემოვიღოთ ამისთვის შესაფერისი ფერები-მაგალითად,იისფერი, მწვანე,ყვითელი,წითელი. როცა გააყვითლებს,დისკვალიფიკაცია, მიეცეს როცა გააწითლებს იმ ნოშრევანივით თავზე ტომარა ჩამოვაცვათ…ქალაქის სიამაყე რომ იყო და შიშველმა ეშმაკმა ცოლი გაუბახა.

მითუმეტეს ზუსტად ნოშრევანივით იქცევიან-მზად არიან ყველაფერი გადაწვან,რადგან აღარ ყავთ მშვენიერი ამეთვისტო, რომელთანაც საკუთარი უზნეო თამაშების შედეგად გაჭედილებმა სოლის სათხოვნელად თვითონ აუშვეს შიშველი ეშმაკი და უყვიროდნენ-მიეცი, ამეთვოსტო,მიეციო.

ნოშრევანის სინდრომი- ზღვარი, როცა აკ-ი სიდიდე იმდენად მაღალია,რომ მისით დაავადებული პოლიტიკოსი არის მანი-აკ-ი …იქნებ, ამ აკ-ის ფორმულის მაინც შემოღებით მოვიცილოთ ამდენი მანიაკი, ამდენი ყოფილი და მომავალი ქალაქის სიამაყე საკუთარ წარმოსახვაში…”

კომენტარის დატოვება