იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას სოსო გიორგაძე დაიკავებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მისი პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძის გადადგომის შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას სოსო გიორგაძე დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება უკვე გამოცემულია.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ხოლო 2019 წლის ივნისიდან დღემდე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს.