ხაბარელი: აუცილებელია პარლამენტი იყოს თბილისში!

  “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, მეორე ტურში გასული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ პარლამენტი უნდა იყოს თბილისში.

-„აუცილებელია პარლამენტი იყოს თბილისში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო უნდა იყოს ახლოს, გარდა ამისა, ის თანხები, რაც იხარჯება პარლაენტის ქუთაისში ყოფნით, ვფიქრობ არასწორია, მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც. მე აუცილებლად დავუჭერ მხარს პარლამენტის თბილისში გადმოტანას“-განაცხადა ხაბარელმა.

ხაბარელი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში “ქართული ოცნების” ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს.

კომენტარის დატოვება