„დასახური უბნები ჩათვლილად გამოაცხადეს! არჩევნები გაყალბდა!“

არასამთავრობო ორგანიზაციის „გაერთიანებული საზოგადოების“ ლიდერი ანი დარსალია აცხადებს, რომ 8 ოქტომბერს, არჩევნებზე დაკვირვების შედეგად ნათლად დაინახეს, რომ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა. მისი განცხადებით, არცევნები გაყალბდა.

-„გაერთიანებული საზოგადოება” მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა არჩევნების მიმდინარეობის პროცესს და მინდა მოგახსენოთ იმ საშინელების შესახებ, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ ! ! ! რეგიონებში შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ არჩევნები გაყალბდა ! ! ! დილის 8 საათიდან დაიწყეს ე. წ.  “კარუსელების” დატრიალება სულ ადვილი შესამჩნევი იყო,  საარჩევნო უბნებთან შემჩნეული იყო რამდენიმე პირადობით მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა უბანზე აძლევდა ხმას. რათქმაუნდა ცეესკოს წარმომადგენლები კომისიის წევრებთან ერთად არაკომპეტენტურები და მიკერძოებულები იყვნენ. ორგანიზაციის წევრებს არ აძლევდნენ საშუალებას დაეწერათ საჩივარი, იყო ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევა.  არსებობს ამის ფოტო და ვიდეო მასალებიც. გამოყენებულ იქნა ყველა სახელისუფლებო რესურსი. იორმუღალოს ნახევარზე მეტი უბნები დასახური იყო დარღვევების გამო

ორგანიზაციის სახელით დიდი ბრძოლის შემდეგ დაიწერა საჩივრები.ასევე მუდმივი კომუნიკაცია მქონდა ცეესკოს ცხელ ხაზზთან და პარალელურად ვატყობინებდით იმ უხეში დარღვევების შესახებ, რაც უბნებზე მიმდინარეობდა, თუმცა ცეესკოსგან არანაირი რეაგირება არ მომხდარა და დასახური უბნები ჩათვლილად გამოაცხადეს. ! ასეთი უბნები კი საქართველოს რეგიონებში ძალიან ბევრი იყო… !!!

 

 

კომენტარის დატოვება