SOS ღილაკები არ მისცემს რუს ოკუპანტებს ჩვენი მოქალაქეების გატაცების საშუალებას…

F-news

დავით ქაცარავა

ჩემო მეგობრებო!
მსურს ერთი კარგი ამბავი შეგატყობინოთ SOS ღილაკის პროექტთან დაკავშირებით.

SOS ღილაკები თბილისშია – 50ც და ფაქტობრივად მზად არის ყველაფერი ამ ღილაკების პირველ ათ სოფელში დასარიგებლად.

ამ კვირის განმავლობაში ჩვენ, ის ადამიანები ვინც ჩართულები ვიქნებით პროექტის საოპერაციო მენეჯმენტში, გავივლით ტრენინგს და ორშაბათიდან დავიწყებთ SOS ღილაკების დარიგებას, რაც დარწმუნებულები ვართ, დიდწილად შეაფერხებს და არ მისცემს რუს ოკუპანტებს ჩვენი მოქალაქეების გატაცების საშუალებას.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა ამ პროექტის 1 ეტაპის განხორციელებაში!!!!