“უნიჭოდ და არარეალისტურად გადაღებულმა “ჰეროკრატიამ” ნაციონალების მხარდაჭერა გაზარდა!

მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ უნიჭოდ და არარეალისტურად გადაღებულმა „ჰეროკრატიამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რიგები გაზარდა”. მისივე თქმით, ჰეროკრატიამ ციხის დოკუმენტალური კადრების დევალვაცია მოახდინა.

„ჰეროკრატიამ გაზარდა ნაცების მხარდამჭერთა რიგები. გუშინ ერთ სერიოზულ კინომცოდნეს და ფსიქოლოგს ვესაუბრე. დასკვნა ცალსახაა -აბსოლიტურად უნიჭოდ და არარეალისტურად გადაღებულმა ჰეროკრატიამ ციხის დოკუმენტალური კადრების დევალვაცია მოახდინა. ყოველივემ კი სკეპტიციზმი დაბადა ციხის კადრებთან დაკავშირებით. სკეპტიციზმმა ნაცების მხარდამჭერები გამოაღვიძა და აგერ კი ვიხილეთ ნახევარი მილიონი მიშას მხარდამჭერი. ის კი არა,  მეც კი(ადამიანს რომელსაც კარანტინის დაშლა გავლილი მაქვს რეჟისორისგან განსხვავებით), ეჭვი შემეპარა, – ის რაც გლდანის ციხეში ვნახე,  ხომ არ მომელანდა-თქო. მოკლედ, ასეთ უნიჭობას და ნაცების სასარგებლოდ მომუშავე პიარს არ ველოდი. ის დროა დამფინანსებელმაც მოიკითხოს ბევრი რამ”- წერს სანდრო ბრეგაძე.

კომენტარის დატოვება