თამარ კეკენაძე: ლიდერების წასვლა სულაც არ ნიშნავს პარტიის დაშლას

  „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ ლიდერების წასვლა სულაც არ ნიშნავს პარტიის დაშლას.

კეკენაძის თქმით პარტია აგრძელებს მოღვაწეობას და უკვე განახლებული ფორმატით იწყებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადებას. პარტიის ახალი შემადგენლობა მზად არის პოლიტიკური ბრძოლისთვის.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას შემდეგ „თავისუფალი დემოკრატები“ დოლიძემ, აბაშიძემ, ონოფრიშვილმა, ჩიქოვანმა და ცაგარეიშვილმა დატოვეს.

კომენტარის დატოვება