თბილისში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილი მეუღლე დაჭრა

თბილისში დააკავეს 49 წლის  მამაკაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღი ეჭვიანობის ნიადაგზე ჭროლობა მიაყენა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს , 1970 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა მ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.