სოფელ ველისციხეში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სწავლა დისტანციური რეჟიმში გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც 5 მოსწავლეს COVID-19 დაუფიქსირდა. ხუთივე დაინფიცირებული პირველადი წყარო მე-9 კლასელია.