წერეთელი „ოცნების“ ლიდერებს ნარჩემაშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას სთხოვს

გიგი წერეთელი „ოცნების“ ლიდერებს მისი ოპონენტის კობა ნარჩემაშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას სთხოვს. როგორც წერეთელი ამბობს, ნარჩემაშვილი  პარლამენტის ქუთაისში დატოვების მომხრეა, რასაც თავად აცხადებს. ენმ-ს კანდიდატი მიიჩნევს,  რომ თუ ნარჩემაშვილი ამ განცხადებას აკეთებს, გამოდის არ იზიარებს „ოცნების“ აზრს, თუ არადა, უბრალოდ ამომრჩეველთან ტაქტიკურ სვლას აკეთებს.

„იმ განცხადებებს მინდა გამოვეხმაურო, რომელიც ქუთაისში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატის მხრიდან ორ თემაზე გაკეთდა: ერთი ეხება ქუთაისში პარლამენტის დატოვებას. ქართული ოცნება პირველივე საათებში აცხადებდა, რომ პარლამენტს ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანდა, თუმცა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება. ჩემი აზრით, ეს უბრალო საარჩევნო ტაქტიკაა, რადგან ჩვენი მთავარი გზავნილია საპარლამენტო დედაქალაქი ქუთაისი იყოს და პარლამენტი ქუთაისში დარჩეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართული ოცნების უფლებამოსილ ლიდერებს მივმართავ, განცხადება გააკეთონ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება და ჩავთვლით, რომ ამ მოკლე პერიოდში ოპოზიციამ დიდი საქმე გააკეთა და წარმატებას მიაღწია. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტის ქუთაისში დარჩენა.

მეორე თემა კი გაყალბება და გაბათილებული ბიულეტენებია. ძალიან კარგია, რომ ოცნების კანდიდატმა ჩვენს ოლქში არჩევნების გაყალბება დაადასტურა. ამ შემთხვევაში ათასზე მეტ ბიულეტენზეა საუბარი, რომელიც გაბათილდა. ორი დღის წინ გადათვლის თაობაზე შევიტანეთ საჩივარი. ქართული ოცნების კანდიდატი ადასტურებს და ამბობს, რომ მისი ბიულეტენები გაბათილდეს. ეს ნიშნავს, რომ გაყალბება დადასტურებულია”

კომენტარის დატოვება