თვითაღიარებული ყარაბაღი კიდევ 17 სამხედროს დაღუპვის შესახებ იტყობინება

თვითაღიარებული ყარაბაღი კიდევ 17 სამხედროს დაღუპვის შესახებ იტყობინება. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად სულ 542 ჯარისკაცი დაიღუპა.

ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს.

მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება.