საქართველოში ეთიკა და მორალი ექსკლუზივის სიხარბეს ეწირება

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

მაია ცომაია

ექსკლუზივებზე ნადირობა, პოლიტ ანგაჟირება, გადაუმოწმებელი თუ ცრუ ინფომაციების მოწოდება, ესაა ჩვენი მედიის „წლობით ნაშენებ-ნაკოწიწარი“ რეალური სახე! ამჯერად, როგორც სამედიცინო სფეროს ჟურნალისტმა კოლეგებს მინდა შევახსენო, რომ არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება! შეისწავლონ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს პერსონალური მონაცემების გამჟღავნებამ! მოვითხოვ, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღცანელმა პირებმა და პიარ სამსახურებმა გააცნობიერონ , შეისწავლონ რა სახის ინფორმაციის გაცემაა დასაშვები მედიასთან ურთიერთობისას? თქვენ არ გაქვთ უფლება პაციენტს თანხმობის გარეშე მისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების გამჟღავნების!

“რუსთაველის ბიუსტი დავდგი და მარტო რიონმა გააშუქა, ჩემი კოვიდი ყველა ცენტრალურმა არხმა”-წერს მერაბ კვიცარიძე, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი, ექიმი, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მოგეხსენებათ, მერაბ კვიცარიძეს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოჯახმა ეს საინფორმაციო საშუალებებით შეიტყო. ექსკლუზივებზე მოზეიმე მედიამ ბ.ნ მერაბზე ადრე „გაახარა“ ოჯახის წევრები, მათ შორის მისი დაც, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე! „ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს მისი პირადი მონაცემები, განსაკუთრებით მისი სამედიცინო ისტორია! საქართველოში ეთიკა და მორალი ექსკლუზივის სიხარბეს ეწირება. კორონას სტუმრად სიარული არ დაუსრულებია. ყველას მოგვიწევს მისი მასპინძლობა, ვის ადრე, ვის გვიან!“- ასე ეხმიანება ირმა კვიცარიძე ამ ფაქტს!

მერაბ კვიცარიძე ის ადამიანია, რომელიც უუვლის ქუთაისში ებრაილების ძველ მიტოვებულ სასაფლაოს, მან არამარტო ქუთაისში, არამედ ისრაელშიც თავისი სახსრებით შოთა რუსთაველის ბიუსტი დადგა. მის კლინიკაში მომუშავე პენსიაზე გასულ თანამშრომლის ოჯახებს ნახულობს და ეხმარება. რატომღაც მედია ამით არასდროს დაინტერესებულა! ტელეკომპანია GMTV გამოჯანმრთელობას უსურვებს ბ,ნ მერაბს