გუგული მაღრაძეს უფრო მეტი გამძლეობა დასჭირდება

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების“ წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა:

-„ ნაციონალური მოძრაობა“ გადალახავს 5%-ან ბარიერს და ეს ნორმალური ვითარებაც არის, იყოს, ჩვენ გავუძელით 40%-ან ნაციონალურ მოძრაობას წინა პარლამენტში და როგორმე 5%-ნაციონალურ მოძრაობასაც გავუძლებთ“

მაღრაძის წინასწარმეტყველება ახდა-ნაციონალურმა მოძრაობამ ბარიერი გადალახა, თუმცა პროცენტული მაჩვენებელი არ დაემთხვა დეპუტატის ნათქვამს, გაცილებით მეტი მანდატით შედის ენმ საკანონმდებლო ორგანოში, ასე რომ გუგული მაღრაძეს უფრო მეტი გამძლეობა დასჭირდება, ვიდრე 5%-ანი ნაცების გვერდით ყოფნისას. თავად მაღრაძე უკვე გახდა ახალი მოწვევის  პარლამენტის დეპუტატი, რადგან ის პარტიის საარჩევნი სიის 46-ე ნომერია.

…წინ 4 გრელი წელია, თუმცა მანამდე მეორე ტურებია…და თუ დეპუტატის სიტყვებს მოვიშველიებთ-“ეს ნორმალური ვითარებაც არის”.

 

კომენტარის დატოვება