14 ოქტომბერს თბილისში სამოყვარულო ველო-გარბენი გაიმართება

14 ოქტომბერს, 12:00 საათზეთ ბილისში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის”, თბილისის მერიისა და ველოსპორტის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, სამოყვარულო მასობრივი ველო-გარბენი გაიმართება.

ღონისძიებისმიზანია: ველოსიპედის, როგორც ჯანსაღი ტრანსპორტის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და დედაქალაქში სპორტული გარემოს შექმნა.

 რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე. მარათონი სტარტს აიღებს 12:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

მარშუტი გაივლის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირს, შემოივლის თავისუფლების მოედანს და დასრულდება ვარდების მოედანზე. ველოგარბენზე მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია. გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში:(აბსოლუტური გამარჯვებული ქალი, მამაკაცი, ბავშვები 12 წლამდე: გოგონა და ვაჟი, 60 წელზე ზევით ქალბატონი და მამაკაცი).

13:00 საათიდან ვარდების მოედანზე გაიმართება დაჯილდოება. გამარჯვებულებს გადაეცემათ ველოსპორტისთვის საჭირო აქსესუარები. ასევე ყველა მონაწილეს დაურიგდება მაისურები წარწერით „სპორტი ყველასათვის”.

კომენტარის დატოვება