თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ამ დროისთვის 50% გადალახული არცერთ კანდიდატს არ აქვს

ცესკომ თბილისის 8 საარჩევნო ოლქის მონაცემები განაახლა 10:00 საათისთვის. თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში შედეგების მიხედვით ამ დროისთვის 50% გადალახული არცერთ კანდიდატს არ აქვს. თუმცა ლიდერობენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

განსხვავებული მდგომარეობაა გლდანში, სადაც პირველ ადგილზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი ნიკანორ მელიაა, მმართველი პარტიის კანდიდატი კი მეორე ადგილზეა.

საყურადღებო შედეგებია დიდუბე-ჩუღურეთის ოლქშიც, სადაც პირველ ადგილზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელია, თუმცა მეორე ადგილზე ჯერ “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იყო, ამ მომენტისთვის კი მას მცირედ გადაასწრო “მოძრაობა ხალხისთვის” კანდიდატმა ანა დოლიძემ. დოლიძესა და ჯაფარიძეს შორის განსხვავება ამ ეტაპზე 53 ხმაა.

შედეგები 10:00 საათისთვის ასე ნაწილდება:

#1 მთაწმინდა-კრწანისი

 

ბექა ოდიშარია 47.70%

შალვა შავგულიძე 28.69%

 

#2 ვაკე

 

ნოდარ ტურძელაძე 41.46%

ელენე ხოშტარია 36.37%

 

#3 საბურთალო

 

დავით სერგეენკო 44.17%

ალეკო ელისაშვილი 18.73%

 

#4 ისანი

 

კახა კახიშვილი 47%

ხატია დეკანოიძე 25.45%

 

#5 სამგორი

სოზარ სუბარი 46.61%

ლევან ხაბეიშვილი 38.23%

 

#6 დიდუბე ჩუღურეთი

გიორგი ვოლსკი 44.91%

ანა დოლიძე 19.75%

ზურაბ ჯაფარიძე 19.47%

 

#7 ნაძალადევი

მიხეილ ყაველაშვილი 45.12%

შალვა ნათელაშვილი 25.17%

 

#8 გლდანი

​ნიკანორ მელია 43.80%

ლევან კობიაშვილი 43.10%