არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად თვლიან და მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების პირველ ტურში კანდიდატს ან საარჩევნო ბლოკს შეუძლია, საკუთარი პარტია ან კანდიდატი მოხსნას არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 დღისა, თუმცა ეს კანონი მხოლოდ პირველ ტურზე ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს მიერ დათვლილი ყველა საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური 16 ოლქში გაიმართება, რომელთა შორის არის თბილისის რვავე ოლქი.