ქანთარია: “ბითლზებიც” დაიშალა თავის დროზე და გადაიტანა ეს ხალხმა”

ქართული ოცნების წევრი ნუკრი ქანთარია პარტია თავისუფალ დემოკრატებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. მისი თქმით, მას პარტიის ყოფილ ლიდერებზე ცუდი წარმოდგენა არასდროს ჰქონია.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დამშვიდდებიან, ვინც წასასვლელია გავა პოლიტიკიდან. სამწუხაროა ჩემთვისაც, ამ ოთხეულზე თუ ხუთეულზე არასდროს მქონია უარყოფითი წარმოდგენა, ვგულისხმობ თავისუფალი დემოკრატების ლიდერებს. მაგრამ რა ვქნათ, ბითლზებიც დაიშალა თავის დროზე, მაგრამ გადაიტანა ეს ხალხმა“ – განაცხადა ქანთარიამ.

 

კომენტარის დატოვება