“რუსთავი2-ის და ნაც-მოძრაობის ახალი ხრიკი, რომელსაც ბევრი წამოეგო…”

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

-“საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხობელად გამოცხადება რუსთავი2-ის და ნაც-მოძრაობის ახალი ხრიკია,რომელსაც,სამწუხაროდ,ბევრი წამოეგო.

საინტერესოა,ამ ადამიანებს ვკითხოთ, მოსწონთ მათ თუ არა მიხეილ სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ დამახინჯებული კონსტიტუცია და თუ არ მოსწონთ,როგორ წარმოუდგენიათ მისი გამოსწორება, თუ ხელისუფლებას არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა?

იქნებ ჰგონიათ,რომ ნაცები ოდესმე მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს?

თუ სააკაშვილის კონსტიტუცია მოგწონდათ,რატომ იყავით მაშინ ოპოზიციაში? ან იქნებ იქ მუშაობდით?
ვინმეს თუ დაგითვლიათ რა დამატებითი ხარჯები აქვს ბიუჯეტს ქუთაისში პარლამენტის გადატანის გამო, არაფერს ვამბობ იმაზე,რომ შენობა საპარლამენტო მუშაობისათვის აბსოლუტურად შეუსაბამოა.

თუ ხელისუფლება იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობაში,მას ექნება საშუალება გაატაროს რეფორმები და, შესაბამისად, დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ რეფორმების შედეგებზე, ასევე ვეღარავინ გადააბრალებს საკუთარ შეცდომებს ნაციონალურ მოძრაობას და შიშს მისი ხელისუფლებაში დაბრუნების წინაშე.

რაც შეეხება მოწოდებებს,თითქოს საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ისეთი საფრთხე,რომ მისი შიშით ქართველმა ხალხმა ხმა ნაციონალებს უნდა მისცეს, ასეთი მოწოდებების ავტორებს,ამგვარ უზნეო,ბოღმითა და შურით გაჟღენთილ ფარისევლებს, არაფერი ესაქმებათ საჯარო სივრცეში, რომელსაც მალე ჩამოცილდებიან კიდეც.

კომენტარის დატოვება