ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ხვალიდან თბილისის მუნიციპალური ბაღები დაიხურება

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ხვალიდან თბილისის მუნიციპალური ბაღები დაიხურება. გაგრძელდება პროდუქტების დარიგება აღსაზრდელთა ოჯახებისთვის-წერს სოციალურ ქსელში მერიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი.

შეზღუდვა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის შეცვლამდე იმოქმედებს. ამასთან, აღსაზრდელები მთელი ამ დროის განმავლობაში კვებით იქნებიან უზრუნველყოფილები, როგორც ეს წინა თვეებში ხდებოდა.

„მინდა, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უზრუნველყოს კვების საკითხი, ისევე, როგორც ამას პანდემიის პერიოდში ვაკეთებდით და მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკვები რაციონი სახლში წაეღოთ. პროდუქტებით უზრუნველყოფა მოვახდინოთ ისე, როგორც ეს წინა თვეების განმავლობაში გვქონდა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.