ჩვენ რასაც ვითხოვთ, ეს არის განმეორებითი არჩევნები გაზაფხულზე

პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” გაზაფხულზე არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. პარტიის თავმჯდომარე, ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა.

“ქართლმა ოცნებამ გადალახა წითელი ხაზები. ჩვენ რასაც ვითხოვთ, ეს არის განმეორებითი არჩევნები გაზაფხულზე, ეს არის კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი და ეს არის მთლიანად საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი,” – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.