საქალაქო სასამართლოში წუხანდელი აქციების დროს დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი იწყება

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში წუხანდელი აქციების დროს დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი იწყება. სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან დაკავებულების ნათესავები და მხარდამჭერები.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, გვიან ღამით,  რამდენიმე ლოკაციაზე, მოძრაობა “შეცვალეს” და “სტრატეგია აღმაშენებელის” აქტივისტები დააკავეს.

სამართალდამცავები ბრალდებულებს პოლიციის დაუმორჩლებლობასა და წვრილმან ხულიგნობის ედავებიან.