ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გაიმართება „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სარჩელის განხილვა

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობას  მოითხოვს. პლატფორმა აცხადებს:

-ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გაიმართება „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სარჩელის განხილვა, რომლითაც სადამკვირვებლო ორგანიზაცია ითხოვს  მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობას, ასევე, იმავე ოლქის 12 უბნის შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას.