მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა, მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას Twitter-ზე ულოცავს.

„საქართველოს, კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაღრმავოთ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.