8 ნოემბრის ღამეს ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი ეხმიანება

8 ნოემბრის ღამეს ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებს სახალხი დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება.

„ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას.

პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!”- წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქზე.