ცესკო – არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს შედგება

ცესკოში შემაჯამებელი ოქმების განხილვის სხდომა ხმაურიანად დაიწყო და ასევე ხმაურიანად დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ  გაირკვა, რომ არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს შედგება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე საოლქო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საჩივრები არ დააკმაყოფილა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ოპოზიციურ პარტიებსა და საია-ს ერთი დღე აქვთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.