მკვლელობა თემქაზე – გამოძიება დაიწყო

თემქის დასახლებაში  13 ნოემბერს, ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ყელი გამოჭრეს და დაწვეს. დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, სავარაუდოდ მოკლულის მეგობარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  უკვე დაკავებულია ერთი პირია და მიმდინარეობს გამოძიება.