აქციამდე აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიცია ხელისუფლებას ხვდება

პარლამენტთან დაგეგმილ აქციამდე  ოპოიზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ ამერიკის შეერთებული შტატევის ელჩის რეზიდენციაში ხვდებიან ერთმანეთს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიპლომატებიც ესწრებიან. ხელისუფლებას მოლაპარაკებების მაგიდასთან პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე წარმოადგენს.

შეხვედრა ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტთან აქციას მართავს.