“იმედი გვქონდა, მაგრამ!..ახლა კი არ გაგიკვირდეთ ნებისმიერი მწვავე კრიტიკა!..”

კახეთის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი ემზარ ქვარიანი ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ მიმართავს:

-ბატონო ბიძინა, დღევანდელი შედეგის მთავარი მიზეზი დავიწყებული ხალხია. ის დავიწყებული ხალხია, რომლებმაც ჩემის ჩათვლით ოჯახები გავწირეთ პირსისხლიან რეჟიმთან დაპირისპირებაში, შედეგად კი ის მივიღეთ, რომ ისევ ის ხალხი დაიყენეთ გვერდით, ვინც ჩვენ გვდევნიდა, ვინც ჩვენ გვასამართლებდა, ვინც ჩვენ სისხლს ღვრიდა და გვიჭერდა, მესმის ყველაფერის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ ყველაზე დიდი დანაშაული სწორედ იმ ხალხს მიუძღვის, ვინც თქვენ გვერდით დაიყენეთ და დღეს რომ ჰკითხოთ ვერ იხსენებენ ჩვენ სად ვიდექით მაშინ და ვერ გვიხსენებენ ხშირ შემთხვევაში, რეალობას მოწყვეტილი და ხალხთან დაშორებულნი, სწორედ მაგვიტომ დაგვემართა მოვიდა მგელი, მოვიდა მგელის ანდაზიდან მართლა რომ მოვიდა.

მთავარი მიზეზი სწორედ ის არის, რომ ვისაც მართლა თქვენი იმედი ჰქონდა, რომ არსებულ გაუსაძლის მდგომარეობას შეცვლიდით და გიერთგულათ, ისევ ის ადამიანები დარჩნენ იმედ გაცრუებულნი! ისევ თქვენი გარემოცვის დაუდევრობითა და ხალხთან იგნორით, არ გაგიკვირდეთ ნებისმიერი მწვავე კრიტიკისა და თუნდაც სამართლიანად ნებისმიერი განცხადებების გაკეთებით.