გიორგი ვოლსკი: ირაკლი კობახიძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პოლიტსაბჭო იყოს ადგილი, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება

კოლექტიური ლიდერშიფი მომწონს. ირაკლი კობახიძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პოლისაბჭო იყოს ის ადგილი, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, თვითონ არ იქნება რაღაც საკითხების მიმთვისებელი , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „პალიტრანისის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის ლიდერი პოლიტსაბჭო იქნება.

„ქართული ოცნების“ ლიდერია ირაკლი კობახიძე, აჩიკო თალაკვაძე, გია ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრი, რომელსაც უშველებელი რესურსი აქვს. პარტიის ლიდერი პოლიტსაბჭო იქნება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, „ღმერთმა ნუ ქნას სიტუაციას დასჭირდეს ისე, რომ ივანიშვილმა ნაბიჯი გუნდის გასაერთიანებლად გადადგას, მაგრამ არასდროს არაფერი უნდა გამორიცხო“.

ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ „ივანიშვილმა სათავე ისეთი გუნდის შექმნას დაუდო, რომელიც თავს გაართმევს“.