პენიტენციური სამსახური: N16 და N12 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული 506 ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია

ინტენციური PCR ტესტირების ფარგლებში 13 იანვარს ტესტირება ჩატარდა N16 და N12 პენიტენციურ დაწესებულებებში,- ამის შეასხებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„N16 დაწესებულებაში ტესტირება 234-მა, ხოლო N12 დაწესებულებაში 272-მა პატიმარმა გაიარა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. როგორც სხვა დაწესებულებებში, მოცემულ დაწესებულებებშიც PCR ტესტირება განმეორებით ორ კვირაში ჩატარდება და ამას რეგულარული ხასიათი ექნება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ PCR ტესტირებას და შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას,” – ნათქვამია განცხადებაში.