ალეკო ელისაშვილი – ბოკერიასთან ლაპარაკის აზრს ვერ ვხვდებით, მანდატი არ აქვს არც მას, არც უგულავას, მათი პარტიის სხვა წევრებსაც წყლის ამღვრევა სურთ

ბოკერიასთან ლაპარაკის აზრს ვერ ვხვდებით, მანდატი არ აქვს არც მას, არც უგულავას, მათი პარტიის სხვა წევრებსაც წყლის ამღვრევა სურთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრას არ გამორიცხავს.

„ერთადერთი, ბოკერიასთან ლაპარაკის აზრს ვერ ვხვდებით, ან რაზე უნდა ველაპარაკოთ, მანდატი არ აქვს არც მას და არც გიგი უგულავას, მათი პარტიის სხვა წევრების პოზიციაც ვიცით, რომ მათ უნდათ წყლის ამღვრევა. „ქართულ ოცნებას“ შევხვდებით მხოლოდ და მხოლოდ ელჩების თანდასწრებით. სადღაც მოფარებულში, ხის ჩრდილის ქვეშ შეხვედრებს არ ვაპირებთ, არც შევხვედრივართ, როგორც არ უნდა გვებრალებოდეს ზოგიერთი მედია, არც ვაპირებ შეხვედრას. რაზე უნდა შევხვდეთ, ღიად ვამბობთ, რასაც ვფიქრობთ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.