პაატა იმნაძე: ვისთვისაც კოვიდი სასიცოცხლო რისკის დაავადება არ არის, ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი

„ადამიანებისთვის, რომლებიც რისკჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას, ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოში მიღებული პროტოკოლის მიხედვით, პირველ რიგში ვაქცინას მედპერსონალს გაუკეთებენ, შემდეგ მოდის ასაკობრივი ჯგუფები, რისკ-ჯგუფები.

„რეალისტები თუ ვიქნებით, ეს იქნება სადღაც ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში, ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ ჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.