კახა კალაძე – დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე ძლიერი პარტიის თავმჯდომარე იქნება, მას ჩვენ ზურგს ვუმარგებთ

ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ წარდგენა გუნდში მსჯელობის შედეგია, მის თავმჯდომარეობას მივესალმები და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძლიერი თავმჯდომარე იქნება, – ამის შესხებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძე ძირითად დროს პარტიის მშენებლობაში ატარებდა და პარტიის გაძლიერებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

„იგი ძირითად დროს პარტიის მშენებლობაში ატარებდა. მის თავმჯდომარეობას მივესალმები. დარწმუნებული ვარ, ის ძლიერი პარტიის თავმჯდომარე იქნება. მას ჩვენ ზურგს ვუმარგებთ. გვყავს ძლიერი პრემირ-მინისტრი, გვყავს ძლიერი პარლამენტის თავმჯდომარე, არის პოლიტსაბჭო. ყველა ეს ადამიანი, ერთიანი გუნდურობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს ღირსეულად გავართვათ თავი“, – განაცხადა კახა კალაძემ.