კარასინი: ჩვენთვის აფხაზეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში რუსეთის დადანაშაულება არასწორი საქციელია და უნდა მოხდეს იმ ტრაგიკული ინციდენტის გამოძიება, რომელიც აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე 19 მაისს ჰქონდა ადგილი. მისი თქმით დამნაშავეების დასჯა აუცილებელია.

-„მთელმა რიგმა ქართველმა პოლიტიკოსებმა მომხდარში მაშინვე რუსეთი დაადანაშაულეს, ჩვენ ამას საფუძველშივე არ ვეთანხმებით. ამ თემაზე მსჯელობა უნდა გაიმართოს არსებული ფორმატით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე , რომელიც როგორც მე ვიცი 6 ივლისს შეიკრიბება. აფხაზეთი თქვენთვისაა ოკუპირებული, ჩვენთვის აფხაზეთი რესპუბლიკაა, რომლის დამოუკიდებლობასაც ვაღიარებთ. სანამ არ შეწყვეტთ ამ უშედეგო კამათს წინ ვერ წავალთ. აუცილებელია არსებული რეალობის აღიარება და ინციდენტში გარკვევა, ეს იმ შემთხვევაში თუ გვინდა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და სამართალმა იზეიმოს. თუ დაუსრულებლად ვიკამათებთ იმაზე, თუ რა ტერიტორიაა და ვინ არის დამნაშავე 2008 წლის ომის პერიოდში, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, მაშინ გადავალთ უკვე სემინარზე. ამის ნაცვლად უნდა გამოვიძიოთ კონკრეტული ტრაგიკული ინციდენტი და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის რომ ასეთი ინციდენტები აღარ განმეორდეს. საქმეს აფხაზური მხარე იძიებს“- განაცხადა  კარასინმა.

კომენტარის დატოვება