ვახტანგ მეგრელიშვილი – „ევროპული საქართველოს“ წევრებს იქნებ ჩერგოლეიშვილის და ბოკერიასი რცხვენიათ

„ყველასთან ლაპარაკი საჭიროა, მათთანაც, ვინც გელაპარაკება და მათთანაც, ვინც არ გველაპარაკება. გიგა ბოკერიასთან ლაპარაკის არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ თუ ამ ადამიანს შეიძლება რაღაც არ აწყობდეს, რატომ არ შეიძლება, მის გვერდზე რომ ადამიანია, იმასაც დაელაპარაკო? იქნებ იმას უფრო აწყობდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ლაპარაკი „ევროპული საქართველოს“ პარტიის არა ლიდერ, არამედ სხვა წევრებთან, რომლებსაც შესაძლოა, ლიდერებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ.

„მე ხომ ჩემი ამოცანა მაქვს მისაღწევი, რატომ უნდა მაინტერესებდეს „ევროპული საქართველოს“ ვიღაც ლიდერების პოზიცია, მით უმეტეს როდესაც მისი ლიდერები ჩვენ და ჩვენს ინიციატივას კი არ აკრიტიკებენ, უბრალოდ პერსონალურ შეურაცხყოფას გვაყენებენ. როდესაც შენ რაღაცაზე ლაპარაკობ და ამის გამო გვლანძღავენ, ჩემი აზრით, უხერხულია ამ პარტიის იმ წევრებისთვის, რომლებსაც ადამიანურად ასეთი დამოკიდებულება ჩვენთან არ აქვთ. იქნებ ამ ხალხს რცხვენია? ხომ შეიძლება, რცხვენიათ ჩერგოლეიშვილის და ბოკერიასი? მინდა მათ ვკითხო, ხომ არ გრცხვენიათ? ეს ყველაფერი ხომ მათ შიდა პარტიულ ამბავს გვაჩვენებს. მესმის, რომ მძიმე მდგომარეობა აქვთ საკუთარ პარტიაში, მაგრამ ამდენად მძიმე?

მე თვე-ნახევარი დახურულ კარს მიღმა ვიჯექი ამ ხალხთან, ის ურთიერთობა, რომელიც დახურულ კარს მიღმა იყო, ახლა გამოვიდა გარეთ. მე მერჩივნა, რომ ადრე გამოსულიყო. მე ამ ხალხთან რამე პრობლემა კი არ მაქვს, შეიძლება მართალიც აღმოჩნდნენ, ოღონდ საჯაროდ გამოვიდნენ, როგორც პოლიტიკოსები და საკუთარი ლოგიკა ახსნან, იმ არგუმენტებსაც უპასუხონ, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მხრიდან. ძალიან მარტივია, ეს არის პოლიტიკა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password